ცნობილი გახდა ერევანი–ბათუმის მატარებლის მოძრაობის დაწყების თარიღი

სომხეთში ბილეთების გაყიდვა ბათუმის მატარებელზე 25 მაისიდან დაიწყება
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით 15 ივნისიდან იმოძრავებს - ერევნიდან ყოველდღე 15:30 საათზე და ბათუმიდან - 15:40 საათზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზაზე“ დაყრდნობით.

მიიზიდავს თუ არა ქართველ ტურისტებს სომხური ღვინო და სამზარეულო >>

25 მაისიდან ბილეთების შეძენა შესაძლებელია ერევნის, ვანაძორის, გიუმრის და არმავირის ვაგზლებზე მდებარე სალაროებში, ასევე ქალაქ სტეპანაკერტში და კომპანიის ვებგვერდზე ონლაინ.

მატარებელი სახელწოდებით „სომხეთი“ერევნიდან ბათუმამდე მანძილს 15 საათსა და 40 წუთში დაფარავს, ხოლო უკანა მიმართულებით - 15 საათსა და 45 წუთში.

„ვაგონები სრულად შეესაბამება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ვაგონებში არის უფასო Wi-Fi“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილი გახდა ერევანი–ბათუმის მატარებლის მოძრაობის დაწყების თარიღი

„სამხრეთ-კავკასიური რკინიგზა“ არის სს „რუსეთის რკინიგზის“ 100%-იანი შვილობილი კომპანია და სომხეთის რკინიგზის კონცესიურ მართვას ახორციელებს. სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზას“ მართვაში 2008 წლის 13 თებერვალს გადაეცა. კონცესიური მართვის ვადა 30 წელს შეადგენს, 10 წლით პროლონგაციის უფლებით.