თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 27 მაისს თბილ და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 05:31 საათზე ამოვა და 20:24 საათზე ჩავა.
ჰაერის ტემპერატურა ღამით +16 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +25 გრადუსია მოსალოდნელი.
ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.