„იყო ამის საშუალება, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ არ ვიზამდი მაგას. ვის რად ვუნდივართ? იქ დავეტიოთ სადაც ვართ. კარგია როცა შენ ქვეყანაში გამოგივა რაღაც, დაპატიჟო და აჩვენო ეს სხვას, ან შენ წახვიდე სტუმრად. რატომ უნდა გარბოდე და გამორბოდე სხვაგან? მომწონს აქ ყოფნა, მაგრამ არ მომწონს, როგორც ვართ“, ამბობს ყიფშიძე.
მსახიობის თქმით, ცხოვრების უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ბევრ რამეს შეცვლიდა, უფრო მეტს წაიკითხავდა, მეტს იმოგზაურებდა და გულს აღარ ატკენდა იმ ადამიანებს, ვისაც ახალგაზრდობაში ატკინა.