უყურადღებო კენგურუ ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა - სახალისო ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

კენგურუ მინდორში მიხტოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პარალელურად სულ სხვა რამეზე ფიქრობდა და არანაირად არ მოელოდა სიტუაციის ასე შემოტრიალებას.

კადრებში ჩანს, როგორ მიხტუნავს ცხოველი მინდორში, რომელზეც მრავლად არის სხვადასხვა მექანიზმების ღობეები. მას თითქოს არაფერი ემუქრებოდა, უბრალოდ მიხტოდა რაღაც მიმართულებით, თუმცა გზად მას ღობე შემოხვდა. გაუგებარია, რატომ ვერ შენიშნა ცხოველმა ღობე, და პირდაპირ შეეჯახა მას. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ცხოველი წამოდგა და გზა განაგრძო. ეს სახალისო ვიდეო მყისიერად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და 100 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა ერთი კვირის განმავლობაში.