თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა

მომხდარი ფაქტის გამო, საცხოვრებელი სახლიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და მოაჯირი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ყავლაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა.

მომხდარი ფაქტის გამო, საცხოვრებელი სახლიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ნგრევის მიზეზი.