საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე მიწისძვრა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სოღუთლოსთან დაფიქსირდა, რომელიც თბილისიდან 59 კილომეტრში მდებარეობს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.