ასტროლოგების პროგნოზით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მრავალი სიახლე ელოდება, მაგრამ არ ღირს პანიკაში ჩავარდნა, არის დრო ამისთვის მოსამზადებლად.
მოახლოებული ზაფხული მრავალფეროვანი იქნება ასტროლოგიური მოვლენების თვალსაზრისით. ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ზაფხული თავისებურად კაშკაშა და დაუვწყარი იქნება.
იმისთვის, რომ ბედნიერება იპოვოთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მინიშნებებს.
ვერძი
ვერძებს ეს ზაფხული, დიდი ალბათობით, დიდხანს დაამახსოვრდებათ. იქნება მრავალი მოვლენა და შემოდგომაზე ამ ნიშნის წარმომადგენლები უფრო ბრძენი და ცოტაოდენ პრაქტიკული გახდებიან. ასტროლოგები მათ ურჩევენ, მოემზადონ და მაისის ბოლო დღეები კომფორტსა და სიმშვიდეს მიუძღვნან, მოიფიქრონ საკუთარი მიზნები და სურვილები.
კურო
ზაფხულში კუროებს გარკვეული ცვლილებები ელოდება. არ არის გამორიცხული, რომ სურვილი გაუჩნდეთ, კარი მიაჯახუნონ და სადმე გაემგზავრონ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ფილოსოფიურად განეწყონ. რაც უფრო მალე გაიაზრებენ, რომ მეტამორფოზები ხანდახან არც ისე საშიშია, მით მალე მიიღებენ გარდაუვალს და დაიცავენ შინაგან ჰარმონიას. მოულოდნელ ცვლილებებთან შეხვედრაში მათ ბუნებასთან ურთიერთობა დაეხმარება.
ტყუპი
ზაფხულის თვეები, შესაძლოა, უცნაურ პერიოდად იქცეს, როდესაც გაუგებარია, საიდან ჩნდება დაბრკოლებები, რომლებიც დასახული მიზნების მიღწევას უშლის ხელს. ბედისწერა მუდმივად გაუგზავნის მათ მინიშნებებს, თუ საით უნდა გაუხვიონ მომდევნო გზაჯვარედინზე. ამიტომ მათთვის მთავარი მიზანია, ისწავლონ შინაგანი ხმის მოსმენა და არ ჩართონ ლოგიკა იქ, სადაც მის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა.
კირჩხიბი
კირჩხიბებს მრავალფეროვანი და პრობლემური ზაფხული ელოდება. ასტროლოგების პროგნოზით, რთული იქნება სამუშაოზე გულისყურის მიპყრობა, რადგან ძირითადი მოვლენები პირად ცხოვრებაში, ოჯახში მოხდება. და ეს ცუდი არაა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, ცოტაოდენ ამოისუნთქოთ. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ გარშემომყოფები. ბევრი მათგანი კატეგორიულად განწყობილი იქნება, შეიძლება ითქვას, მტრულადაც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნაცნობ სანაპიროს მიჰყვეთ და შეისწავლოთ ადამიანის ფსიქოლოგიის ნიუანსები.
ლომი
ზაფხული ლომებს რაღაც ცვლილებებისთვის მოამზადებს. ეს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხება. პირველ რიგში, შეიცვლება მუშაობის პირობები და სოციალური სტატუსი. თუ თქვენში უკვე მომწიფდა რეფორმები, ესე იგი, მათი რეალიზების დრო მოვიდა. მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად იმუშავებს სხვების დარწმუნების თქვენეული უნარი. ეს უნდა გამოიყენოთ, რათა ახალი შესაძლებლობები გახსნათ საკუთარ თავში. ვარსკვლავები ზაფხულში ნებისმიერ სურვილს აგისრულებენ, მაგრამ ლიდერის პოზიციების დაკავებასა და წარმატების გამტკიცებაში მხოლოდ დადებითი განწყობა და სიკეთე დაგეხმარებათ.
ქალწული
ზაფხული ქალწულებისთვის გლობალური შინაგანი ცვლილებების დრო იქნება, ამიტომ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ მოგიხდებათ მრავალი ფაქტის, როგორც მოცემულობისა და აუცილებლობის მიღება. ზაფხულის თვეები მრავალ ახალ და დაუვიწყარ აღმოჩენებს მოიტანს. საკუთარ მიზნებს რომ მიაღწიოთ და მინიმუმადე დაიყვანოთ მარცხის რისკი, ჯერ კიდევ მაისის ბოლოს უნდა გაერკვიოთ თქვენ სურვილებში და დაფიქრდეთ, რომელი გეგმების განხორციელებაა საჭირო პირველ რიგში.
სასწორი
ეს ზაფხული სასწორებისთვის იდუმალი და მისტიკურიც კი იქნება. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ საკუთარ აზრებსა და შინაგან განცდებს. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ საკუთარ სურვილებთან მიმართებით - სამყარო ამ სურვილებს აგისრულებთ. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არავის უსურვებთ ცუდს. აუცილებლად უნდა შეიმუშაოთ სტრატეგია, შექმნათ სურვილების რუკა, რათა მხოლოდ კეთილი სურვილები ჩაუთქვათ.
მორიელი
ზაფხულის ყოველ თვესთან ერთად პრობლემები მოგემატებათ, ასე რომ მაისის დარჩენილი დღეები, სჯობს, დაისვენოთ და საკუთარი ენერგეტიკა გააძლიეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა და სიმშვიდის შენარჩუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, დააკვირდეთ გარე სამყაროს, ადამიანებს და შეამჩნიოთ ვარსკვლავების მინიშნებები, ასევე, არ დაკარგოთ რეალურ სამყაროსთან კავშირი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ასტროლოგები ურჩევენ, კვლევის წყურვილი დაიოკონ და კავშირების გამტკიცებას მიჰყვნენ. რთულ სიტუაციებში თქვენს დახმარებასა და სწორ გადაწყვეტილებებს მეგობრები და ახლობელი ადამიანები შეძლებენ. მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი არ უნდა გქონდეთ - ეს საშიშია. ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ოცნებები, შესაძლოა, მხოლოდ ილუზიები აღმოჩნდეს. არ გქონდეთ შემთხვევითი გამართლების, წარმატების იმედი.
თხის რქა
სანამ ზაფხული დამდგარა, თხის რქებმა რაც შეიძლება მეტი ცოდნა უნდა მიიღოთ, აიმაღლოთ პროფესიონალიზმი, რადგან უკვე ივნისში გელოდებათ საინტერესო წინადადებები და მოვლენები. ასტროლოგები ამბობენ: თქვენი ძალებისა და სასარგებლო ინფორმაციების მთავარი წყარო ქალები იქნებიან. მნიშვნელოვანია, არ იჩხუბოთ სუსტი სქესის კოლეგებთან, მეგობრებთან. სწორედ გუნდში მუშაობა და საიმედო ქალი გვერდით დაგეხმარებათ ფინანსურ სფეროში წარმატების შენარჩუნებაში.
მერწყული
შვებულების დაგეგმვის ნაცვლად, ასტროლოგები გირჩევენ, მნიშვნელოვან, გადაუდებელ საქმეებს მიხედოთ. ბედნიერებისა და კარგი განწყობის დრო უკვე ივნისის დასაწყისში დადგება. მაგრამ ზაფხულის პერიოდის ყველა შესაძლებლობით რომ ისარგებლოთ, ბედნიერება ვინმესთან ერთად უნდა გაიზიაროთ. თქვენს ენერგეტიკაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს ქველმოქმედება და გაჭირვებულების დახმარება.
თევზები
ზაფხული თევზებისთვის განსაკუთრებით მსუბუქი იქნება, ასე რომ, ახლა დრო უნდა დახარჯოთ საკუთარ თავზე და მოიძიოთ ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ. შეგიძლიათ, მიხედოთ შემოქმედებით საკითხებს, გააძლიეროთ ენერგეტიკა ამ მხრივ, შთაგონება ეძებოთ ჩვეულ ნივთებში. ეს დაგეხმარებათ ფარული ნიჭის გამოვლენაში. გექნებათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მომავალი გამარჯვებებისთვის საძირკველი მოამზადოთ. ეს გამარჯვებები კი აგვისტომდე არ დადგება. მაგრამ სანამ ეს მომენტი არ დამდგარა, დააგროვეთ გამოცდილება და დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას.