რა ღირს კონდუქტორის თანამდებობა – დააკავეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელი

დაკავებულს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

თაღლითური სქემა მცხეთაში: როგორ მიიტაცეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწები

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. მოქალაქეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.