ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

არის მომენტები, როცა ცხოვრებისული რუტინა მოსაწყენი ხდება და ახლი ემოციების, თვგადასავლების, გამოცდილების ძიებისკენ მივისწრაფით.
Sputnik

ეგზოტიკურ კუნძულებზე, სანაპიროებზე, თუ უბრალოდ სოფლებში მოხვედრა უამრავი მოგზაურის ოცნებაა, რადგან მათ აქ ელით ულამაზესი, ფირუზისფერი ზღვა, მთის პეიზაჟები, ველური ბუნება და რაც მთავარია ზღაპრული თავგადასავლები.

ელენე ღელაღუტაშვილმა და მისმა მეუღლემ გიორგი თევზაძემ გადაწყვიტეს ერთ წლიანი კარიერული შესვენება აეღოთ, ცხოვრებისეული რუტინა, თავბრუდამხვევი თავგადასავლებით ჩაენაცვლებინათ და გეზი სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკისკენ აიღეს... ადგილები, რომლის მონახულებაც წყვილმა შეძლო, მართლაც ძალზედ შთამბეჭდავია.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– გაეცანით ჩვენს მკითხველს, მოგვიყევით თქვენ შესახებ...

– ცოტა რთულად საპასუხო კითხვაა: ამჟამად უბრალოდ მოგზაური და ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. სამსახურს ოქტომბერში დავანებე თავი, კარიერული შესვენება ავიღე და ერთი წლით მეუღლესთან ერთად  სამოგზაუროდ წავედი სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. მოგზაურობის სურათებს და ამბებს ფეისბუქ და ინსტაგრამ ბლოგზე (Our Journey Inwards) ვწერ ხოლმე, ბლოგერიც შეიძლება დავირქვა ალბათ.

მოგზაურობამდე ტრენინგ მენეჯერი ვიყავი ლონდონის KPMG-ში, თითქმის ოთხი წელი ვიმუშავე  ამ კომპანიაში. საქართველოს KPMG-ში მუშაობასაც თუ დავამატებთ, ჯამში 8 წელი - ჩემი პირველი სამსახური იყო ფაქტობრივად. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი ვარ, თავიდან ფინანსური აუდიტი იყო ჩემი პროფესია. 2017 წელს პროფილის შეცვლა გადავწყვიტე და ტრენინგების დეპარტამენტში გადავედი. პიროვნული განვითარება, სწავლა, ფსიქოლოგია და მსგავსი თემებია ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ამ სფეროში მინდა მუშაობის გაგრძელება.

მოგზაურობის პარალელურად პერსონალისა და განვითარების პროფესიული ასოციაციის (CIPD) ონლაინ სადიპლომო კურსს გავდივარ, სწავლისა და განვითარების (Learning & Developement) მიმართულებით.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– როგორ იქცა მოგზაურობა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?

მოგზაურობას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ რთული სამსახურის პარალელურად ამისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა. პენსიაზე გასვლამდე ლოდინი კი ნამდვილად არ მინდოდა იმისთვის, რომ ეს ოცნება ამეხდინა. გიორგის ზუსტად იგივე სიტუაციაში იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, კარიერული შესვენება აგვეღო. ვთვლი, რომ საუკეთესო დრო შევარჩიეთ ამისთვის.

ერთ წლიანი შესვენება არა მარტო სამოგზაუროდ, არამედ ცხოვრებაზე, კარიერაზე დასაფიქრებლად და თვითგანვითარებისთვის მეტი დროის დასათმობად მინდოდა - კორპორატიული კარიერის ფერხულში ჩაბმულს ამის საშუალება ნაკლებად გეძლევა ადამიანს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობ ხოლმე მოგზაურობას, ვიდრე აქამდე ვუთმობდი.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– როგორც აღნიშნეთ მეუღლესთან ერთად მოგზაურობთ. როგორი თანამგზავრია, ერთნაირი ინეტერესები გაქვთ?

– კარგად ვეწყობით ერთმანეთს, თუმცა რა თქმა უნდა, ამდენ ხანს მოგზაურობას უკონფლიქტოდ არ ჩაუვლია. მსგავსი მიდგომა გვაქვს მოგზაურობისადმი, თუმცა სხვადასხვა რაღაცები გვაინტერესებს. ვცილობთ, ისე დავგეგმოთ ყველაფერი, რომ ორივემ მოახერხოს იმის გაკეთება, რაც უნდა.

მეგზურის ყოლის შემთხვევაში ჩემი აზრით ღია  კომუნიკაციაა მთავარი - წინასწარ უნდა ისაუბროთ იმაზე, ვის რისი მიღება უნდა ამ მოგზაურობიდან. მოგზაურობის პროცესში ერთმანეთს უნდა მოუსმინოთ და ისე მოიქცეთ, რომ ორივემ მოახერხოს იმ სიამოვნების მიღება, ინტერესის დაკმაყოფილება, რომელიც მას უნდოდა.  მარტო მოგზაურობაც ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით, ბევრი ადამიანი შეგვხვდა ასეთი. მგონია, რომ ბევრის რამის სწავლა შეიძლება მარტო მოგზაურობით. თან აუცილებელი არაა სულ მარტო იყო მთელი მოგზაურობის მანძილზე - ჩვენც ბევრჯერ შევხვდით სხვა მოგზაურებს, ვისთან ერთადაც დავდიოდით ხოლმე და ბევრი მარტო მოგზაურიც აკეთებს ამას.

ფუნქციებს რაც შეეხება, ბუნებრივად განაწილდა როლები ისე, როგორც ჩვენი ერთად ყოფნის 8 წლის განმავლობაში ხდებოდა. მე სამოგზაურო ადგილების შერჩევა და ზოგდად მოგზაურობის დაგეგმვა ძალიან მიყვარს. როგორც წესი, სანახავი ადგილების ვარიანტებს ვთავაზობ ხოლმე გიორგის და მერე ერთად ვწყვეტთ, რა ავირჩიოთ. გიორგი ბიუჯეტს და ხარჯთაღრიცხვას აკონტროლებს და ასევე სასტუმროებისა და ავტობუსების დაჯავშნაშიც მეხმარება.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ...

– პირველად ამერიკაში გავემგზავრე ერთი წლით სასწავლებლად, FLEX პროგრამით. 16 წლის ვიყავი და ეს ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა იყო - ჟიულ ვერნისა და სხვა სათავგადასავლო წიგნების კითხვისას სულ მოგზაურად წარმომედგინა თავი. მგონია, რომ ყველა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გაატაროს დრო სხვა ქვეყანაში - სულ სხვანაირი კუთხით დაინახავს საკუთარ ცხოვრებას.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– დღეს ევროპაში მოგზაურობა პრობლემას არ წარმოადგენს. ბევრისგან განსხვავებით თქვენ ეგზოტიკურ ადგილებს ანიჭებთ უპირატესობას. როგორ ახერხებთ ამას?

– ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას როგორც წესი, ფრენის სიძვირე უდგას ხოლმე წინ. ვინაიდან სამოგზაუროდ დიდი ხნით წამოვედით და უკვე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ვიყავით, ეს ბარიერი მოიხსნა. სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკისნაირ ადგილებში მოგზაურობას ალბათ შიშის გამოც ერიდება ბევრი - სინამდვილეში კი აქ ძალიან ბევრი მოგზაურია. საერთოდ საფრთხეს ყველგან შეიძლება გადაეყარო, მთავარია, იცოდე სად ხარ და სიფრთხილის რა ზომები დაიცვა. 6 თვე გავატარეთ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და არაფერი არ მოგვსვლია. სამაგიეროდ, ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ევროპაში.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– მგონი 36-ზე ავედი უკვე. ციფრების დასახელება არ მიყვარს  და არც ქვეყნების რაოდენობის გაზრდაზე ვარ ორიენტირებული, „ნამყოფობა“ ხომ ძალიან ფარდობითი ცნებაა - ერთ ქვეყანაში სამი დღის გატარებასა და იმავე ქვეყანაში ერთ თვიან მოგზაურობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მთავარი მოგზაურობის ხარისხია, მაგრამ ესეც ძალიან ინდივიდუალურია - ყველაფერს ვერასდროს ნახავ და გააკეთებ, ვერც ერთ თვეში და ვერც ათში. ამიტომაც ის უნდა გააკეთო, რაც ნამდვილად გინდა და რასაც მოახერხებ - მთავარია, ამ ყველაფრიდან რას ისწავლი.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე მოგზაურობის დროს?

– პრობლემა ჯერჯერობით არ შეგვქმნია, ავტობუსზე დაგვიანებასაც გადავურჩით ერთხელ. დაბრკოლებებს ზოგადად თავგადასავლის ნაწილად აღვიქვამ და მგონია, რომ მათი არსებობა აუცილებელია, ამიტომ ასეთ რამეებს მსუბუქად ვუყურებ. სირთულეებს თუ შევხედავ, ალბათ ენის ბარიერია ყველაზე მტკივნეული - როცა ადამიანებთან დალაპარაკება გინდა და ვერ ელაპარაკები. ორი სიტყვა ესპანური კი ვისწავლეთ ამასობაში, ყოველდღიურობაში რომ არ გვიჭირდეს, მაგრამ იმდენი ვერა, რომ საუბარი გავაბა ვინმესთან. დროში უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ალბათ ეს ერთადერთი რამაა, რასაც შევცვლიდი - ესპანურის გაკვეთილებზე ვივლიდი მოგზაურობის დასაწყისში.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მომენტები გაიხსენეთ. რამ მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

– მაჩუ პიქჩუზე ასვლა დაგვამახსოვრდა ალბათ ყველაზე მეტად. დილის 4 საათზე გავიღვიძეთ, როგორც კი ქვედა შესასვლელი გაიღო, ერთი საათი კიბეებზე ვიარეთ შეუჩერებლად, რომ დილის ექვს საათზე პირველები შევსულიყავით.  გამაოგნებელი სანახაობა დაგვხვდა - ისეთი საოცარი ადგილია, შეუძლებელია, ემოციები არ მოგაწვეს. ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ ერთად ყოფნის 10 წლისთავზე (ანუ 2 წელიწადში) აუცილებლად დავბრუნდებით. იმედია, ამჯერად ინკა ბილიკით მივალ იქამდე.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ესათუ ის ქვეყანა ახლოს გაიცნოს ადამიანმა?

– ენის ცოდნა ალბათ ძალიან დიდი ფაქტორია, თუმცა ამის გარეშეც არ არის შეუძლებელი. უნივერსიტეტში სწავლისას გაცვლითი პროგრამით ვიყავი იაპონიაში ხუთი თვით და ენის ცოდნის გარეშეც ძალიან ახლოს გავიცანი ქვეყანა. ქვეყნის გაცნობის ხარისხს ზოგჯერ ნანახი ადგილების რაოდენობასთან აიგივებენ ხოლმე. ესეც მიდგომაც არასწორი მგონია. მთავარი, ჩემი აზრით, ცნობისმოყვარე მიდგომაა - ჩვეულებრივი ხალხის გაცნობა და მათი ცხოვრების ამბების მოსმენა, კითხვების დასმა სხვადასხვა თემებზე მათი აზრის მოსასმენად, ისტორიის და კულტურის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა, და ა.შ.  საბოლოო ჯამში ბოლომდე ვერცერთ ადგილს ვერ ამოწურავ - საქართველოში რამდენი წელი ვიზრდებოდი, მაგრამ მასზე კიდევ ბევრი რამე არ ვიცი, განსაკუთრებით თბილისის გარეთ. ამიტომაც სულ მზად ვარ, რაღაც ახალი გავიგო.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– ქართველ მოგზაურებს თუ აწყდებით, თუ უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ემოციებს?

– სამხრეთ და ცერნტრალურ ამერიკაში, ასევე მექსიკაში, ქართველი მოგზაური საერთოდ არ შეგვხვედრია. ეკვადორში ერთ-ერთ ჰოსტელში რუკა იყო გაკრული, სადაც ხალხი საკუთარ სახელს წერდა ფურცელზე და ჭიკარტით თავიანთ ქვეყანაზე ამაგრებდა. მანდ აღმოვაჩინე ერთი ქართველი გოგოს სახელი, სურათი გადავუღე და ფეისბუქზე მივწერე. ალბათ ყველაზე ახლო შეხება იყო ეს, რაც იქ ქართველ მოგზაურთან გვქონია. დროთა განმავლობაში სოციალური მედიის საშუალებით სხვა მოგზაურებიც გავიცანით, ისეთები, ვინც ნამყოფია იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვიყავით, თუმცა დედამიწის ამ ნაწილში ქართველი მოგზაური მაინც იშვიათობას წარმოადგენს. მუდმივად იმის ახსნაში ვიყავით, თუ სად არის საქართველო.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– საქართველოს კუთხეებში რამდენად აქტიურად მოგზაურობთ?

როცა საქართველოში ვცხოვრობდი, უფრო აქტიურად ვმოგზაურობდი. 2015 წელს მანქანით ვიმოგზაურეთ ორი კვირა  ხევსურეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, საირმიდან აბასთუმანში გადავედით ძალიან ტალახიანი გზით, კინაღამ იქ ჩავრჩით. შეთანხმებულები ვართ, რომ ამერიკის მერე საქართველოში უნდა მოვაწყოთ პატარა მოგზაურობა - ძალიან მინდა სვანეთში წასვლა. სვთვლი, რომ ქვეყანას ძალიან კარგი პოტენციალი აქვს. გზაში ისეთი მოგზაურებიც მხვდებოდნენ, ვინც ნამყოფი იყო საქართველოში (თუმცა ძალიან ცოტა), და ყველა ამბობდა, რომ ძალიან მოეწონა.

საქართველოში ტურისტულ ინფრასტრუქტურას განვითარება სჭირდება. თუმცა ბევრს ზუსტად ასეთი ადგილები იზიდავს, ჯერ კიდევ ხელუხლებელი და ავთენტური. ჩვენც ასეთი ადგილები გვირჩევნია, როცა ვმოგზაურობთ. საქართველოში 2014 წლის მერე არ მიცხოვრია, თუმცა ბორჯომში ჩვენ ოჯახს პატარა სასტუმრო აქვს, „რივენდელი“ და ხშირად მესმის, რომ ტურიტებს მოსწონთ ქართული საჭმელი და სტუმართმოყვარე ხალხთან ურთიერთობა (თუმცა ენის ბარიერს აწყდებიან ხოლმე). საქართველო ახალი მიმართულებაა ბევრისთვის, ხელმოსაწვდომი ფასებით, თან ევროპული და აზიური კულტურების საინტერესი ნაზავია და საბოლოო ჯამში მიმზიდველი არჩევანია. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, როგორც უკვე ვისაუბრეთ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

ქართველი მოგზაური წყვილის კარიერული პაუზა მსოფლიოს 11 ქვეყნის სანახავად

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რის მონახულებას აპირებთ?

რამდენიმე თვე ამერიკაში ვმოგზაურობთ მანქანით - უკანა მხარეს დასაძინებელი მოვაწყვეთ და ფაქტობრივად მოძრავი სახლი გვაქვს. თვენახევარს პენსილვანიაში გავატარებთ, ზოგან მეგობრებთან დავრჩებით და ასე მოვივლით ამერიკას. აგვისტოს ბოლოს Burning Man ფესტივალზეც ვაპირებთ წასვლას, ჩემთვის ალბათ ამ მოგზაურობის ყველაზე საინტერესო გამოცდილება ეს იქნება.