ქართველი ჩოგბურთელი ლიონის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა

ბასილაშვილმა დამაჯერებელი თამაში აჩვენა პირველ სეტში, მაგრამ მეორე სეტში შეცდომების გაკეთება დაიწყო
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-18 ნომერი АТР-ს რეიტინგით) ლიონში АТР-250-ს სერიის ტურნირის ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

ნახევარფინალში ბასილაშვილი ხვდებოდა კანადის წარმომადგენელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს (28) და სამ სეტში დამარცხდა – 2:6, 7:6, 4:6. მატჩი ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ქართველმა სპორტსმენმა ორჯერ აიღო კანადელის ჩაწოდება და უპრობლემოდ მოიგო პარტია (6:2). მსგავსი რამ მეორე სეტშიც უნდა მომხდარიყო. ბასილაშვილი მეტოქის ჩაწოდებაზე იგებდა გეიმს 40:0, მაგრამ ვერცერთი ბრეიკ-პოინტი ვერ განახორციელა და შედეგად წააგო ტაი-ბრეიკზე 3:7.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროსის“ პირველ წრეში თავისი მეტოქის ვინაობა შეიტყო

დასკვნით პარტიაში ჩვენმა ჩოგბურთელმა კვლავ ვერ გამოიყენა თავისი შანსი. ბასილაშვილს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ალიასიმმა გაუძლო. მეტიც, კანადელმა ქართველის მხოლოდ ერთი ჩაწოდება აიღო, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

ფინალში ალიასიმი შეხვდება ფრანგ ბენუა პერს, რომელმაც ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო - 6:4, 6:2.

ლიონის ტურნირში ასპარეზობამ ბასილაშვილს 90 სარეიტინგო ქულა და თითქმის 27 ათასი ევრო მოუტანა. ამ შედეგით ქართველი სპორტსმენი АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-16 პოზიციაზე გადაადგილდება. განახლებული რეიტინგი 27 მაისს გამოქვეყნდება.

ლიონის ტურნირი იყო ბოლო რეპეტიცია „როლან გაროსის“ სტარტის წინ, სადაც ბასილაშვილი მე-15 ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ქართველი არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა სიაში 78-ე ადგილს იკავებს.