პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი" ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჰეროინი, კოკაინი, სუბუტექსი: შსს-მ საქართველოში 60 ნარკორეალიზატორი დააკავა>>>

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 200 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.