მკაცრი კატა მშიშარა ფისოს ცხოვრების სირთულეებისათვის ამზადებს - სახალისო ვიდეო

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

გაბრაზებულ დედას ან ნერვებმა უმტყუნა, ან გადაწყვიტა საკუთარი ნაშიერი ნამდვილ მებრძოლად გაზარდოს. ფაქტია – გაკვეთილი კნუტმა ნამდვილად აითვისა.

კადრებში ჩანს, როგორ ზის პატარა ფისო მუყაოს ყუთის კიდეზე და ქვემოთ ჩახტომას ცდილობს. ვიდეოს ავტორმა მას ახლოს რბილი „ლოგინიც“ დაუდგა – ყუთი, რომელშიც ჩაფენილია ზეწარი. თუმცა პატარას მაინც ეშინია და არ შეუძლია ქვემოთ ჩასვლა. საბოლოოდ მზრუნველი დედა შვილს უბიძგებს და პრობლემასაც გადაწყვეტს.