ერეკლე დეისაძე: ფარისევლობის ფერხულში რელიგიის მხრიდან არ ვარ ჩართული

ერეკლე დეისაძე საუბრობს თავის წიგნზე, რწმენასა და რელიგიურობაზე.
Sputnik

„საკუთარ თავს რელიგიურ პიროვნებად მივიჩნევ, ოღონდ ეს შეიძლება განსხვავდებოდეს დანარჩენებისგან, რომლებიც ამის ხაზგასასმელად უამრავ რამეს აკეთებენ“- ამბობს ერეკლე დეისაძე სატელევიზიო გადაცემაში.

ერეკლე დეისაძე- მწერალი, მუსიკოსი და რეჟისორი. 2010 წელს გამოსცა წიგნი „საიდუმლო სირობა“, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. 2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“, გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები.