თბილისში საათობრივი პარკირება ამოქმედდება

პარკირების გადასახადი კატეგორიებად დაიყოფა და საფასური ერთიდან სამ ლარამდე იქნება.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საათობრივი პარკირება თბილისში პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მძღოლების საყურადღებოდ! – კახა კალაძე მორიგ დათმობაზე მიდის

საათობრივი პარკირების პირველი ეტაპი კოტე აფხაზის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე დაიწყება. პარკირების გადასახადი კატეგორიებად დაიყოფა და საფასური ერთიდან სამ ლარამდე იქნება.

ავტომობილების მფლობელებს 24 საათის განმავლობაში უფასოდ ოთხჯერ, 15 წუთიანი რეჟიმით შეეძლებათ სარგებლობა.

საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე ელექტროავტომობილებს პარკირების საფასური არ შეეხებათ. ტაქსებისთვის კი სპეციალური საპარკინგე ადგილები გამოიყოფა.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით და ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით.