თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.