შეიგრძენით სამყაროს სიდიდე: პლანკიდან კოსმოსურ მასშტაბებამდე – შემეცნებითი ვიდეო

ადამიანში ოდითგანვე დიდ ინტერესს იწვევდა სამყაროს მასშტაბები, რამაც კაცობრიობას კოსმოსის შესწავლისკენ უბიძგა
Sputnik

ადამიანში ოდითგანვე დიდ ინტერესს იწვევდა სამყაროს მასშტაბები, რამაც კაცობრიობას კოსმოსის შესწავლისკენ უბიძგა.

ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, სამყარო სასრულია და ადამიანიც ოდესღაც შეძლებს ამის დამტკიცებას. მეცნიერთა მეორე ნაწილის ვარაუდით, კაცობრიობა ვერასდროს იხილავს სამყაროს დასალიერს, ვინაიდან მისი ზომის დასადგენად ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პირობები.

სამაგიეროდ მრავალი წლის მანძილზე მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ და შეესწავლათ ასობით ვარსკვლავი, ციური სხეული, პლანეტა თუ ასტეროიდი. მათი ზომები ერთდროულად შთამბეჭდავი და შემაძრწუნებელია.

რამხელა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ობიექტი კოსმოსში? ალბათ ადამიანი ძალიან დიდხანს ვერ შეძლებს ამ შეკთხვაზე პასუხის გაცემას, თუმცა დღეისათვის საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ნაწილაკებისგან შედგება სამყარო და რა ზომის შეიძლება იყოს ხილული სივრცის ყველაზე პატარა და დიდი ობიექტები.