მეტროს სადგური „გოცირიძე" გარემონტდება და გადაიხურება

ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურ „გოცირიძეზე" მგზავრების გადაადგილება საშიშია, რადგან ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დაჯდა.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия კომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ამჟამად სადგური „გოცირიძე" მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს. კაპიტალური რემონტის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო სადგურის გადახურვაა.

თბილისის მეტრო წლის ბოლომდე განახლდება: მერია 40 ახალ ვაგონს ყიდულობს

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეთანხმების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაასრულოს.

უფრო ადრე ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურ „გოცირიძეზე" მგზავრების გადაადგილება საშიშია, რადგან იქ არსებული ხიდის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დაჯდა. თუმცა, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" წარმომადგენელმა განაცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ხიდი შეამოწმა და დაასკვნა, რომ ის მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.