ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ზოდიაქოს ეს ნიშნები ბუნებით ლიდერი არიან, მათ შეუძლიათ, გაუძღვნენ ადამიანებს, უხელმძღვანელონ და მიმართულება აჩვენონ მათ.
Sputnik

ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენლები არასდროს აღმოჩნდებიან ბრბოს შემადგენლობაში და მონური მორჩილებით არ გაჰყვებიან „ცხვრის ფარის" წინამძღოლს.

მერწყული

მერწყულები თავიანთი ბუნებით უნიკალური არიან. პირველ რიგში, ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს სწამთ საკუთარი თავის, ცოდნის, არ ენდობიან პირველივე შემხვედრს, ამოწმებენ მიღებულ ინფორმაციას.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...

ნუ ეცდებით მერწყულთან პოლემიკის გამართვას, მის გადარწმუნებას მაინც ვერ შეძლებთ. ეს ადამიანები ინტელექტუალები და ფსიქოლოგები არიან. მშვენივრად იციან ყველა შემოვლითი გზა და სუსტი ადგილი. თუ აუცილებელი გახდება, ის დაგეთანხმებათ, მაგრამ ყველაფერს მაინც თავისებურად გააკეთებს.

მნიშვნელოვან საკითხებს მერწყულები მარტო წყვეტენ, დამოუკიდებლად. ისინი არ აძლევენ ნებას ბიოლოგიურ ინსტინქტებს, რომ დაუფიქრებლად მიიღონ გადაწყვეტილება და ცხვრის ფარას გაედევნონ.

შესაძლოა, ამის მიზეზია ის, რომ მერწყულის ნიშანს ურანი მართავს.

თხის რქა

თხის რქისთვის პირობების კარნახი და მათი იძულება, რომ თქვენს ნებაზე იმოქმედოს, სრულიად წარმოუდგენელია. დიდი ალბათობით, პირიქით იქნება - არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი ფარული მანიპულატორები არიან.

ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე: თავიანთ შინაგან სამყაროზე, შეხედულებებზე, მოსაზრებებზე, ფასეულობებსა და ტრადიციებზე.

თხის რქა ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, მათთვის დამოუკიდებელი არჩევანი და გადაწყვეტილება თავისუფლების ნიშანია.

ეს ადამიანები შორს არიან პოპულიზმისა და ეპატაჟისგან, მათზე არ ვრცელდება შაბლონური აზროვნება და არასდროს ირგებენ ვარდისფერ სათვალეს.

ამასთან, არასდროს იძლევიან რჩევებს, თუ ეს არ სთხოვეს, იღებენ ნებისმიერ თვალსაზრისს, მაგრამ იქცევიან ისე, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ.

თხის რქებს სატურნი მართავს, რომელიც გარკვეულად მარტოხელა, განდეგილ პლანეტად მიიჩნევა.

კურო

კუროს შეუძლია ხმამაღალი ლოზუნგებით წარუძღვეს ხალხას, ასევე, თავად შექმნას ეს ლოზუნგები: ისინი შესანიშნავი ორატორები არიან.

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა

ხალხი აღმერთებს კუროს, აი, კუროს კი ხალხი მაინცდამაინც გულზე არ ეხატება. მას კარგად ესმის ბრბოს აზროვნების ხარვეზები, კარგად იცის, რა სტერეოტიპების გამოყენება შეუძლია ფსიქოლოგიური იარაღის თვალსაზრისით.

კურო ხალხთან ერთად იქნება მანამდე, სანამ ის სჭირდება: ძალაუფლება, შემოსავლები, პირადი მიზნები... შემდეგ მას მნიშვნელობა ეკარგება.

სახლში როცა მივა და თავისუფლად წამოგორდება თავის დივანზე, სულ სხვა ინფორმაციას წაიკითხავს, სულ სხვა ლიტერატურას გაეცნობა, სხვა ფილმს ნახავს. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი საყვარელი სპორტია გოლფი და არა რაგბი.

კუროსგან მშვენიერი პოლიტიკოსი ან მმართველი დადგებოდა, მაგრამ, როდესაც თავისას აღწევს, შემდეგ სწყინდება. მას სჭირდება მასკარადი, ველური რბოლა, აღფრთოვანებული მზერა.

აქ ბრბო კი არ მართავს ინდივიდს, არამედ პიროვნება მართავს ბრბოს - როგორც არაფორმალური ლიდერი.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ

ტყუპი

ტყუპები ბავშვობიდან აწყობენ თავიანთ გზას, როდესაც ჰქონდათ თავიანთი მზე, ცა და მიწა - ეს ადამიანები განსაკუთრებული არიან და ყველაფერს განსხვავებულად ხედავენ. ისინი ლიდერები არიან, მათი სიტყვა იპყრობს ადამიანებს, ფრთებს ასხამს მათ, სურვილი უჩნდებათ მათთან ერთად სიარულის.

გარდა ამისა, ტყუპი ცდილობს, პატიოსანი იყოს, სამართლიანი, არ განიკითხოს, მოისმინოს, მოუსმინოს. ამ ადამიანებს ვერ იხილავთ ბრბოს შემადგენლობაში, ვერ იტანენ შაბლონურობას, ფიქრობენ თავით და მიჰყვებიან გულის ძახილს.

და უფრო მარტოხელა და „თეთრი ყვავი" იქნებიან, ვიდრე ნაცრისფერი მასა... მაგრამ ადამიანები მაინც მიისწრაფვიან მათკენ.