სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინი შეამოწმა: გამოვლინდა თუ არა დარღვევა

უწყების ცნობით, სააგენტომ სეზონურობის გათვალისწინებით ნაყინის კონტროლი გაააქტიურა.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქცია, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულში ნაყინზე მოთხოვნა იზრდება, სააგენტოს სპეციალისტებმა ნაყინის ნიმუშები დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე – სალმონელაზე, ლისტერია მონოციტოგენესსა და ტრანსცხიმებზე შეამოწმეს.

მონიტორინგის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგან დარღვევა არც ერთში არ გამოვლენილა.

ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი.