კობიაშვილი: ნუ გაბედავს ნურავინ! ვერ ეღირსება ვერავინ მოედანს!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებსა და დაკავებულ ფეხბურთელებზე საუბრობს.
Sputnik

„ქვეყანაში, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და რომელიც ზრუნავს ყოველდღიურად, რომ რაღაც პოზიტივი გააკეთოს, ეს ადამიანები ბედავენ და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, ყველაფერს აზრი ეკარგება, ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ საშინელი ქმედებით, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ფეხბურთელებმა ვეღარ ითამაშონ.

რამდენიმე დღის წინ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარიგებული მატჩების მოწყობის ბრალდებით რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.