რატომ ჭამა გია ჯაჯანიძემ სხვისი დატოვებული საჭმელი

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე მისი ცხოვრების ერთ-ერთ მტკივნეულ მომენტს იხსენებს.
Sputnik

„ერთ ჩემ ნათესავთან მივედი დახმარების სათხოვნელად, თან მშიერი ვარ და ვფიქრობ, რომ საჭმელს მაჭმევენ. რომ შევედი, შემწვარი კვერცხის სუნი იდგა. ჩემი ნათესავის ცოლმა კარი გააღო და სასტუმრო ოთახში შემიყვანა. მივხვდი, საჭმელად არ მეპატიჟებოდნენ. ცოტა ხანში ეს ქალი გადის სამზარეულოში. ფანჯრიდან ვხედავ, როგორ ტოვებს ჩემი ნათესავი თეფშზე კვერცხს და დგება. ეს ქალი იღებს მის ნაჭამ კვერცხს, დებს ყველთან ერთად თეფშზე და მოაქვს ჩემთან... შევჭამე, რადგან ძალიან მშიოდა“, – იხსენებს გია ჯაჯანიძე.

ტელეწამყვანის თქმით, წლების შემდეგ ამ ნათესავის შვილები მასთან დახმარების სათხოვნელად მივიდნენ და ის უანგაროდ დაეხმარა, ისე, რომ მათთან ეს მძიმე ფაქტი არ გაუხსენებია.