თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ცხრა წლის დაჩი გულუამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მისწერა წერილი და სთხოვა საგზაო ნიშნებზე არა მხოლოდ კაცის, არამედ ქალის ფიგურაც გამოსახონ.
ახალგაზრდა ქალთა დამცველის წერილი 19 მაისს თავის Facebook-გვერდზე მისმა დედამ, ნათია ანასტასიადიმ გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის შემდეგ მიმართვა სოციალურ ქსელს მოედო და ბიჭუნას შესახებ ჟურნალისტებმა დაწერეს.
„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“, - წერს დაჩი გულუა.
შს მინისტრის პასუხმაც არ დააყოვნა. როგორც ბიჭის დედამ პირველ არხს განუცხადა, მათ უკვე დაუკავშირდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და შეხვედრის დროც დანიშნეს.
მისი თქმით, დაჩი პასუხით კმაყოფილია და შეხვედრას მოულოდნელად ელოდება.