საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – ეცემა

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მსოფლიოს ქვეყნებთან მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 3,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა – ქვეყნის საგარეო ბრუნვა 2,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის დასაწყისიდან, 2018 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 17,9%-ით გაიზარდა და 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ამავდროულად, 2019 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იმპორტი 3,1%-ით შემცირდა და 2,7 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის დასაწყისიდან შეადგინა დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 41,3%-ია.

რას ყიდის საქართველო

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 8,4%-ით გაიზარდა 2018 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით და 739,9 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საქართველოს სურს იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობა>>

აღნიშნულ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 12,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 44,7%-ით, ფეროშენადნობების – 2,2%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 65,7%-ით, სამკურნალო საშუალებების – 98,2%-ით და სხვ.

რა შემოაქვთ საქართველოში

იმპორტი, ძირითადად, საქართველოში 16%-ით ნაკლები ნავთობპროდუქტების შემოტანის გამო შემცირდა.

„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს

ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარდა შემოაქვთ მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ ოთხ თვეში გაიზარდა 60%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 13,1%-ით, მედიკამენტების – 23,9%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 76,%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილის პერიოდში 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საერთო ბრუნვის 34,6%-ს შეადგენს.

პირველ ადგილზეა თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 525,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,6%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4,3%-ით შემცირდა.

ქართული თაფლი ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება

მეორე ადგილზეა რუსეთი. საგარეო ბრუნვამ რუსეთთან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 446,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,6%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 6%.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. საგარეო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან შეადგინა 362,1 მლნ დოლარი, რაც საგარეო ბრუნვის 9,4%-ია, ზრდა – 3,4%.

საქართველო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: ჩინეთი (დაახლოებით 317,8 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 194 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 176,5 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 165 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 158,5 მლნ დოლარი), რუმინეთი (119,4 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთი (148,8 მლნ დოლარზე მეტი).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 985,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 8,2%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 276,2 მლნ დოლარი – 14,3%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 709,7 მლნ დოლარი – 14,7%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27,2% შეადგინა.

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ>>

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ ორ თვეში 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით მეტია.

გასაღების ბაზარი ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.