საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში თბილისის დროით 14:06 საათზე მიწისძვრა მოხდა,ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 43 კილომეტრში იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.