ახალი ტიპის ბიზნესი: როგორ იბარებდნენ ჯართს პატიმრები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თორნიკე ბიბილეიშვილი საუბრობს ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების დანაშაულზე.
Sputnik

„ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს“, – აღნიშნა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

გამომძიებლის განმარტებით, უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1,2 მლნ ლარს აღემატება.