როგორ დაიპყრო რუსი მსმენელების გულები პატარა თეკლამ - ფოტოები პროექტიდან "Ты супер!"

Sputnik

პროექტმა Ты супер! ქართველ მონაწილე თეკლა ეკალაძეს ბედნიერი დღეები აჩუქა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ახალგაზრდა ვარსკვლავის სურათები.

თეკლა ეკალაძე პროექტის ნახევარფინალში გადავიდა. პირველ ტურში მან ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა, ნახევარფინალში კი „სულიკო“. ორივე ჯერზე ჟიურის წევრებმა მწვანე ღილაკებს დააჭირეს, დარბაზმა კი ქართველი კონკურსანტი აპლოდისმენტებით გააცილა.

თეკლა ფინალში ვერ გადავიდა, თუმცა მიუხედავად ამისა თავს იღბლიანად მიიჩნეს, რომ პროექტში მოხვდა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო.

მოსკოვში გოგონას ახლდა ბებია ლალი იმერლიშვილი.

თეკლა შოუში Ты супер! შემდეგ წელსაც მიიწვიეს, ის კასტინგის გარეშე მიიღებს მონაწილეობას პროექტის მეოთხე სეზონში.

თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში მან მამა დაკარგა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი მის თვალწინ დედა თავის ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა.

საერთაშორისო ვოკალური პროექტი Ты супер! შექმნილია მშობლების მზრუნველობამოკლებული ნიჭიერი ბავშვების მხარდასაჭერად, მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის. საქართველო ამ პროექტში მეორედ მონაწილეობს. პირველ სეზონში საქართველო წაროადგინა ნანა ვარძელაშვილმა ქარელიდან. საერთაშორისო კონკურსი Ты супер! იმართება ტელეკომპანია НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით.

1 / 16
თეკლა 7 წლის ასაკში დაობლდა
2 / 16
თეკლას არ ჯეროდა, რომ პროექტში მოხვედრა შეეძლო
3 / 16
თეკლას კლასელები მას გულშემატკივრობდნენ, ხოლო როდესაც გაიგეს, რომ თეკლამ შესარჩევი ტური გაიარა, სურპრიზი მოუმზადეს
4 / 16
მიუხედავად მცირე ასაკისა, გოგონა ძლიერ ხასიათს ავლენს და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა
5 / 16
პატარა თეკლას სიმღერა სარწმუნოებამ და ბებიასთან ერთად თბილისის ტაძრებში გალობამ დააწყებინა
6 / 16
თბილისელი მონაწილე გამოირჩეოდა ენერგიულობით, მეგობრულობითა და უშუალობით
7 / 16
პირველ ტუში თეკლამ ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. სიმღერის რეპეტიცია გოგონამ თავად ნინო ქათამაძესთან ერთად გაიარა
8 / 16
მთელი პროექტის განმავლობაში თეკლას ახლდნენ ბებია და მეურვე ლალი იმერლიშვილი
9 / 16
ცხრა წლის თეკლასთვის პროექტში მონაწილეობა იყო პირველი სერიოზული გამოცდილება, ამიტომ ის ძალიან ღელავდა, თუმცა ამით ჟიურის სიმპათია ა დაუკარგავს და ნახევარფინალში გადავიდა
10 / 16
ნახევარფინალში თეკლამ შეასრულა ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“
11 / 16
პირველ ტურში პროექტის წამყავნა ვადიმ ტოკმენევმა საკუთარი ხმა თეკლას მისცა, რაც მას ნახევარფინალში გადასვლაში დაეხმარა. ფინალში მას ხმის უფლება აღარ ჰქონდა
12 / 16
თბილისში დაბრუნებამდე თეკლას შეხვდა მომღერალი ირაკლი ფირცხალავა და თეკლა ბებიასთან ერთად რესტორანში მიიპატიჟა
13 / 16
ირაკლი ფირცხალავამ თეკლა „მოსფილმზე“ წაიყვანა, სადაც გოგონა ბევრ ცნობილ რუს მსახიობს შეხვდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო
14 / 16
თბილისის აეროპორტში თეკლას პლაკატებითა და ყვავილებით დახვდნენ მეგობრები, თანაკლასელები და ახლობლები
15 / 16
თეკლას თქმით, პროექტმა მას დიდი ბედნიერება და გამოცდილება მიანიჭა
16 / 16
ახალგაზრდა ვარსკვლავმა პროექტში მომავალ წელს დაბრუნების პირობა დადო