კატამ ლეკვი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა – გულისამაჩუყებელი ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ეს კადრები „ადამიანურობის ტესტს“ უფრო წააგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ნაკლებად შეეფერებათ ცხოველებს.

კადრებში ჩანს, როგორ გაიჭედა ლეკვი ღრმა ორმოში, რომელსაც ყველა მხარეს ციცაბო კედელი აქვს. ასვლის ყველა მცდელობა სიმაღლიდან უკან ჩამოვარდნით სრულდებოდა. ცუგას ამოძრომის უშედეგო მცდელობები რომ გაეგრძელებინა, შესაძლოა მძიმედაც დაშავებულიყო. ამ ყველაფერს გარკვეული დროის განმავლობაში ზემოდან აკვირდებოდა კატა. ლეკვის კიდევ ერთი ჩამოვარდნის შემდეგ მან ორმოში ჩასვლა და პატარის დახმარება გადაწყვიტა და ასეც მოიქცა, ის ორმოში ჩავიდა და ლეკვი ზემოთ ამოიყვანა.