ფოთში თევზაობისას მამაკაცი დაიხრჩო

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
Sputnik

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება პირველი არხი.

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გზიდან გადავარდა: მძღოლს ამ დრომდე ვერ პოულობენ

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი თევზაობდა, მას ფეხი დაუცდა და ტბაში ჩავარდა. ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს.

„თევზაობის დროს ჩავარდა წყალში, სხვა დეტალები არ ვიცი. ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილზე იყო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც ვიცი, ახლა ექსპერტიზა უტარდება“, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ირაკლი ჭანტურიამ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.