ანა დოლიძე: გული მწყდება, რომ წიგნი გადის თანამედროვე ცხოვრებიდან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურისტი ანა დოლიძე საუბრობს იმაზე, როგორი მოსწავლე იყო.
Sputnik

„ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში. უკვე სკოლას ვამთავრებდი, იურისტობა რომ გადავწყვიტე. თავიდან სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება. წიგნებს სწორედ ამის ხათრით ვკითხულობდი. დედა მეუბნებოდა, რომ რეჟისორს ყველაფერი წაკითხული უნდა ჰქონოდა. ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. დღეს გული მწყდება, რომ წიგნი გადის თანამედროვე ცხოვრებიდან“, – ამბობს ანა დოლიძე.

დოლიძის თქმით, ბოლო კლასში იყო, როცა გაგზავნეს ამერიკაში. პროექტის ფარგლებში დაჰყავდათ კონგრესში, სენატში და ა.შ. სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ იურისტი გამხდარიყო.