სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას“ 6 ფეხბურთელი დააკავა

დაკავებული ფეხბურთელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი  - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ 6 მოთამაშე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაკავებული ფეხბურთელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, საქმე გარიგებულ მატჩებს უკავშირდება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფეხბურთელების დაკავების შესახებ დამატებით დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხვალ გაავრცელებს.

19 მაისს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩში „ვიტ-ჯორჯია“ სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.  „ვიტ ჯორჯიამ" ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

„ვიტ-ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელია ვლადიმერ ხაჩიძე, რომელმაც ამ შეხვედრის წინ ლაშა ფირცხალაიშვილი შეცვალა.