„იმით დავიწყებ თავიდან, რომ კარგი ყოფილა, როცა ამ ყველაფერს მალავ და საჯაროდ არ გამოგაქვს. რადგან როცა გამოვიტანე საჯაროდ, მერე ძალიან ცუდად დასრულდა ეს ამბავი, იმიტომ რომ „კეთილისმსურველები“ ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ უკვე თითქმის სამი წელია ერთად ვართ. ერთად ვცხოვრობთ, კარგად ვართ, დავინიშნეთ“, – ამბობს მარიტა როხვაძე.
მომღერლის თქმით, მისი რჩეული სვანია. მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დაქორწინებულან, მაგრამ ერთად ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.