ბესიკ კალანდაძე: თამადობაში ფული ამიღია

ქართველი მომღერალი ბესიკ კალანდაძე საუბრობს იმაზე, აუღია თუ არა თამადობაში ფული.
Sputnik

„რა თქმა უნდა, ამიღია თამადობაში ფული, მაგრამ ეს არ მომხდარა საქართველოში. საქართველოში არც მომსვლია აზრად, რომ მე ქართულ სუფრაზე ამეღო ფული. რუსეთში რამდენჯერმე შემომთავაზეს რუსებმა, როგორც ქართველს წამეყვანა სუფრა, რუსულ ენაზე, ოღონდ ქართული წეს-ჩვეულებებით. ამაში მათ ჩემთვის გარკვეული თანხა შემოუთავაზებიათ“, – ამბობს ბესიკ კალანდაძე.

ბესიკ კალანდაძის მუსიკალური კარიერა საესტრადო ორკესტრ „რეროში“ დაიწყო, შემდეგ კი „ვია 75“-ში გადავიდა. სწორედ „ვია 75“-ში შეასრულა თავისი ყველაზე პოპულარული ჰიტები.