ზუგდიდში გამარჯვებული გამოვლინდა: დათვლილია ყველა ხმა

107-ვე უბანზე დათვლილი მონაცემების თანახმად, ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია 54.18 პროცენტით იმარჯვებს, იუწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის ოპოზიციურ კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს.

დანარჩენმა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები ხმა მოაგროვეს. 

ცესკოში მონაცემები შესულია 107, ანუ ყველა უბნიდან.