სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

უმაღლესი რადას დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დილის 10:00 საათზე დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიაში, იუწყება „პირველი არხი“. 

„სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური მიწვევა მიიღო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად“, — აცნობეს საინფორმაციო საშუალებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უმაღლესი რადას დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებას ზურაბიშვილის გარდა ასევე დაესწრებიან ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები.