მსოფლიო დღეს

ღამის ბარში სახურავი ჩამოინგრა: მაშველები ნანგრევებში ხალხს ეძებენ

ბარის სახურავი კვირა-ორშაბათ ღამით ჩამოინგრა. ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში ბარის სახურავის ჩამონგრევის გამო, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი CGTN.

ბარის სახურავი წუხელ ჩამოინგრა. ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი.

მაშველებმა 65 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ​​

ჯერჯერობით უცნობია ბარის სახურავის ჩამონგრევის მიზეზი, რომელიც ერთ-ერთი შენობის მესამე სართულზე მდებარეობს და 700 კვ. მ-ს იკავებს.