თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ბრიტანელმა პროდიუსერმა, რეჟისორმა და ოპერატორმა ნოემი ჰატალამ საქართველოში გადაიღო ფილმი, რომელიც კლუბური ინდუსტრიის განვითარების პრობლემებს ეძღვნება.
ფილმის სახელწოდებაა „ქალაქი, სადაც ღამის ცხოვრებას ქალები მართავენ“.
„კლუბები ახალგაზრდებისთვის არის საშუალება, აუჯანყდნენ ხელისუფლების კონსერვატულ რეჟიმს... თბილისში ხუთი დიდი კლუბია, რომელთაგან ოთხის დამფუძნებელი ქალია“, — ამბობს ფილმის ავტორი.
ფილმის გმირები არიან კლუბის „მტკვარზე“ მფლობელი ქეთა გაბუნია, „ბასიანის“ თანადამფუძნებელი ნაია ორაშვილი, „ხიდის“ მენეჯერი სოფი ებრალიძე და გეი-კლუბ Success Bar-ის მფლობელი ნია გვათუა.