ზაურ დარგალი მილოცვებს იღებს: მარნეულში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ოთხი უბნიდან შემოსული შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტური მარნეულში მოსალოდნელი არ არის.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მარნეულის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი პირველადი შედეგების მიხედვით დიდი უპირატესობით ლიდერობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ მმართველ პარტიაზე დაყრდნობით.  

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ოთხი უბნიდან შემოსული შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტური მარნეულში მოსალოდნელი არ არის.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წარმატებას უსურვებს დარგალს და მადლობას უხდის მარნეულის მოსახლეობას გამოჩენილი „მაღალი პოლიტიკური კულტურისთვის“.

„პირველადი მონაცემების მიხედვით, ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. უნდა ითქვას, რომ ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში არ ჩატარებულა. ეს არის მოსახლეობის დამსახურება და მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი“, — განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ხვალიდან მარნეულში ბევრი შრომა იწყება, რათა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დანაპირები შეასრულოს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>