პირველი ინციდენტი ზუგდიდში: №82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს

ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ზუგდიდის №82-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში მერებს და დეპუტატებს ირჩევენ

გავრცელებული ინფორმაციით, გადასატან ყუთში ბეჭდის გარეშე ჩაგდებული საკონტროლო ფურცელი აღმოაჩინეს. შესაბამისად, გადასატანი ყუთი დაილუქა.

როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, ბეჭედდარტყმული საკონტროლო ფურცელი არ იყო გადასატან ყუთში ჩაგდებული, როდესაც პირველ ამომრჩეველს ბიულეტენი მისცეს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

აღნიშნულ ყუთში 31 ბიულეტენი იყო მოთავსებული. ინციდენტს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

№82-ე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვი აძლევს ხმას. 

ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლები კვირას, 19 მაისს რიგგარეშე არჩევნებზე მერს ირჩევენ.

ამ რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველი ხამს 107 საარჩევნო უბანზე მისცემს.

ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.

პირველი ინციდენტი ზუგდიდში: №82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს

პოლიტიკური ექსპერტების თვალსაზრისით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.

არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს გიორგი შენგელია, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - სანდრა რულოვსი.