ჯინორია: ყველაზე გულწრფელი ადამიანი ბავშვობაშია

თეატრისა და კინოს მსახიობი მურმან ჯინორია ბავშვობაზე საუბრობს.
Sputnik

 

„ბავშვობა ძალიან მენატრება და ვცდილობ, იმ შეგრძნებებს, რომელიც ბავშვობაში მქონდა, როგორმე რეკონსტრუქცია გავუკეთო და გადმოვიყვანო აქეთ. იმიტომ, რომ იქ, ბავშვობაში  არის ყველაზე გულწრფელი ადამიანი“, -ამბობს მურმან ჯინორია.

მსახიობის თქმით, ბავშვობაში ყველაზე გულწრფელად აღვიქვამთ გათენების, დაღამების, სოფლის, წინაპრების, სიხარულის შეგრძნებებს და უნდა ვეცადოთ, არასოდეს დავკარგოთ ეს განცდა.