ცესკო-მ შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 11,4%
Sputnik

თბილისი, 19 მაისი  - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

                                აქტივობა 20:00 საათისათვის

საარჩევნო ოლქიაქტივობა ვის ირჩევენ
მთაწმინდა34,27%მერს
ზუგდიდი46,88%მერს
ჭიათურა43,26%მერს
ხულო58,21% მერს
ზესტაფონი47,03% მერს
მარნეული35,82%მერს
საგარეჯო74,56%საკრებულოს დეპუტატს
ახმეტა56,41%საკრებულოს დეპუტატს
ადიგენი45,8%საკრებულოს დეპუტატს
ტყიბული39,85%საკრებულოს დეპუტატს
წყალტუბო52,05%საკრებულოს დეპუტატს
ოზურგეთი45,45%საკრებულოს დეპუტატს

არჩევნები შემდგარია ამომრჩეველთა აქტივობის ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ზუგდიდის, ჭიათურის,  ხულოს, ზესტაფონის და მარნეულის რაიონში. შუალედური არჩევნები გაიმართა საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ.

არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს დილით გამოცხადდება.