ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.
Sputnik

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 56.4% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 257-მა დააფიქსირა.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 21% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 9226 ამომრჩეველი გამოცხადდა.

საარჩევნო ოლქიაქტივობავის ირჩევენ
მთაწმინდა (თბილისი)21%საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ზუგდიდი

32,8%მერი
ჭიათურა32,4%მერი
ხულო40,6%მერი
ზესტაფონი30,5%მერი
მარნეული22,6მერი
საგარეჯო56,4საკრებულოს დეპუტატი
ახმეტა36,4საკრებულოს დეპუტატი
ადიგენი42,1%საკრებულოს დეპუტატი
ტყიბული29,6%საკრებულოს დეპუტატი
წყალტუბო35,4%საკრებულოს დეპუტატი
ოზურგეთი31,7%საკრებულოს დეპუტატი

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება  აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს. 

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. 

პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.