თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 12:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 35,7% შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 10,4% შეადგინა.
| საარჩევნო ოლქი | აქტივობა | ვის ირჩევენ |
| მთაწმინდა (თბილისი) | 10,4% | საქართველოს პარლამენტის დეპუტატი |
| ზუგდიდი | 20.1% | მერი |
| ჭიათურა | 17,6% | მერი |
| ხულო | 19,5% | მერი |
| ზესტაფონი | 16,5% | მერი |
| მარნეული | 14% | მერი |
| საგარეჯო | 35,7% | საკრებულოს დეპუტატი |
| ახმეტა | 18,4% | საკრებულოს დეპუტატი |
| ადიგენი | 23,1% | საკრებულოს დეპუტატი |
| ტყიბული | 17,7% | საკრებულოს დეპუტატი |
| წყალტუბო | 22,2% | საკრებულოს დეპუტატი |
| ოზურგეთი | 17,8% | საკრებულოს დეპუტატი |