ბრიტანელმა მსახიობმა ჯიმ სტერჯესმა საქართველოში დაბადების დღე აღნიშნა

ვარსკვლავს ფილმებიდან „სამყაროს გავლით“ და „21“ საქართველოში ახალ სურათში იღებენ
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ვარსკვლავმა ფილმებიდან „სამყაროს გავლით“, „21,“ „ღრუბლის ატლასი“ და „გეოშტორმი“, ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა ჯიმ სტერჯესმა საქართველოში 41 წლის იუბილე აღნიშნა.

თუმცა სადღესასწაულო ტორტზე მან ამჯობინა ციფრი 29 და არა 41.

„მადლობა ყველა მოლოცვისთვის ჩემს დაბადების დღეზე. ამ დღეს ტყეში გადავიკარგე. სიყვარულით საქართველოდან“, - დაწერა სტერჯესმა  Instagram-ზე.

მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო ქართული მრავალხმიანობით, რომელსაც ასეთი ტექსტი დაურთო: „ეს ადამიანები ტყიდან გამოვიდნენ და ჩემს დაბადების დღეზე მიმღერეს“.

მსახიობის Instagram-ზე ასევე არის რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის აფიშების ფოტოები.

როგორც მედიაში წერენ, სტერჯესის სტუმრობა უკავშირდება რეჟისორ გიგა აგლაძის და პროდიუსერ დევიდ ლინჩის ახალი ფილმის „სხვა მე“ (The Other Me) გადაღებებს. აღინიშნა, რომ თავისი დაბადების დღეც მსახიობმა გადაღებებზე, კიკეთის ტყეში აღნიშნა.

ფილმში სტერჯესი არქიტექტორის როლს ასრულებს. გადაღებებში ასევე მონაწილეობენ ბრიტანელი მსახიობები ანტონია კემპბელ-ჰიუჯესი და რონა მიტრა.

ფილმი „სხვა მე“ მისტიკურ ჟანრს განეკუთვნება. ის მოგვითხრობს ქალისადმი მამაკაცის სიყვარულის ისტორიას, მისი შინაგანი სამყაროს შესახებ - რომანის პერიოდში მთავარი გმირი სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის.