საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება: რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღის განმავლობაში

ეროვნული სამოსის დღის ფარგლებში კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები მოეწყობა, სადაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და საქართველოს სტუმარს საკუთარი ეროვნული კოსტიუმით შეუძლია მონაწილეობის მიღება
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik.  ეროვნული სამოსის დღეს თბილისსა და საქართველოს 30-ზე მეტ ქალაქში კოსტიუმირებული დღესასწაული გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ

გავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

კოსტიუმირებულ მსვლელობებში, ქართველების გარდა, ნებისმიერი ეროვნების ადამიანი საკუთარი ეროვნული კოსტიუმით შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

თბილისში კოსტუმირებული მსვლელობა 17 საათზე, ავლაბრის აღმართიდან მეტეხის ხიდისკენ გაიმართება. ასევე დაგეგმილია ფლეშმობი და ნაციონალური ტანსაცმლის წითელ ხალიჩაზე წარდგენა.

ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.