მსოფლიო დღეს

საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობა: დაკავებულია ყოფილი მეუღლე

არსებული ინფორმაციით, სახლში ნაპოვნია ქამარი. სავარაუდოდ სწორედ ამ ქამრით გაგუდეს ახალგაზრდა ქალი
Sputnik

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილის ყოფილი მეუღლეა. პოლიციამ ის 17 მაისს დააკავა.

29 წლის ქართველი ქალი საბერძნეთის ქალაქ კალითეაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 13 მაისს იპოვეს. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულს მსხვერპლთან არაერთხელ ჰქონდა კონფლიქტი და მათი სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა.

არსებული ინფორმაციით, სახლში ნაპოვნია ქამარი. სავარაუდოდ სწორედ ამ ქამრით გაგუდეს ახალგაზრდა ქალი.

ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.