თბილისი, 18 მაისი - Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერის მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ტრაილერის მძღოლის კაბინა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მათი განცხადებით, მძღოლს დაზიანებულ კაბინაში ჯერჯერობით ვერ პოულობენ.