გურჯაანის რაიონში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მეზობელს დაზიანებები მიაყენა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეზობელ მამაკაცს დაზიანებები მიაყენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის: ახმეტის რაიონში მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ყურის მიდამოში აქვს მიყენებული, რის გამოც მას სასწრაფო ქირურგიული დახმარება დასჭირდა.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა მამაკაცი, რომელმაც დაშავებულს დაზიანებები მიაყენა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.