გოგი წულაია: რა მნიშვნელობა აქვს სად მეიტეხე კისერი, სახლში თუ საფლავზე?!

პოლიტიკოსი გოგი წულაია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის ტრადიციაზე საუბრობს.
Sputnik

„მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გავიდეთ ჩვენი ახლობლების საფლავზე, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გოჭის, ცხვრის ხორცისა და ჩაქაფულის ატანა. ფულის დემონსტრირება და მეტიჩრობაა, როცა ამდენი რამე გაგაქვს საფლავზე. უმეტესობა ამის გულისთვის აკეთებს. თუმცა, ღვინო, პასკა, კვერცხი რომ უნდა აიტანოს ადამიანმა, დაილოცოს და ხაჭაპური მაინც მიაყოლოს, ეს ვიცით“, -ამბობს გოგი წულაია.

პოლიტიკოსის თქმით, კარგი არაა მთვრალი რომ დადიხარ ქუჩაში, თორემ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, სახლიდან მოდიხარ ბანცალ-ბანცალით, თუ საფლავიდან.