დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის: ახმეტის რაიონში მამაკაცი დაჭრეს

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე თბილისში 67 წლის მამაკაცი დააკავეს

შემთხვევა გუშინ, სოფელ ოჟიოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მდინარე ალაზანზე ნასვამ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა 35 წლის კაცს მუცლისა და მხრის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.