ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დელფინის გამორიყვის ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. ბათუმში დღეს ზღვამ დელფინი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქობულეთის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

როგორც  გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, დელფინის გამორიყვის ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა.

„მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებელია - შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე ნავიგაციური ტრავმა, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი. დელფინებზე დამწვრობისა ან აფეთქების შედეგად მიყენებული რამე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“, - აცხადებენ სააგენტოში.

იანვრიდან დღემდე ზღვამ სულ 50 დელფინი გამორიყა. გასულ წელს დელფინის გამორიყვის 121 შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს კი 167.